пятница, 7 октября 2016 г.

ინტელის მეცხრე დღე

 გავიმეორეთ განვლილი მასალა და შევაჯამეთ. მოვისმინეთ ტრენინგის თითოეული მონაწილის პრეზენტაცია, რაც ძალიან საინტერესო იყო. ერთმანეთს დავუსვით კითხვები, გავუზიარეთ გამოცდილება და აზრები პროექტებით სწავლების შესახებ. ყველა მსმენელს მივულოცეთ ინტელის ძირითადი კურსის წარმატებით  დასრულება.

воскресенье, 2 октября 2016 г.

ინტელის მერვე დღე

გავიხსენეთ წინა დღე. მოვაწესრიგეთ პროექტის გეგმა,შევავსეთ გამოტოვებული პუნქტები. პორტფოლიოს საქაღალდე გავაზიარეთ და მივაბით ჩვენს ბლოგს.დავხვეწეთ ბლოგის დიზაინი. საშინაო დავალებად მივიღეთ პროექტის პრეზენტაციის მომზადება.

суббота, 1 октября 2016 г.

ინტელის მეშვიდე დღე

გავიხსენეთ წინა დღის მასალა. განვიხილეთ ტრენერის მიერ შექმნილი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. განვიხილეთ ჩვენი კოლეგების ნამუშევრები.დავხვეწეთ ჩვენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე, დაწვრილებით განვიხილეთ მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები, მოვიყვანეთ მაგალითები ჩვენი პრაქტიკიდან.გავწერეთ აქტივობები გეგმაში.

ინტელის მეექვსე დღე

გავიმეორეთ განვლილი მასალა. გავეცანით ინფორმაციას საავოტრო უფლებების შესახებ. ვისწავლეთ როგორ დავიცვათ ეს უფლებები და არ დავარღვიოთ სხვისი.

  ვიმუშავეთ საპრეზენტაციო პროგრამაში PowerPoint, ჩვენი პროექტი ავსახეთ სლაიდებზე.  ~

  დღევანდელი დღე იყო ნაყოფიერი და  ძალიან საინტერესო.  მივიღეთ საშინაო დავალება.

მადლობა ტრენერს საინტერესო ტრენინგისათვის.

суббота, 24 сентября 2016 г.

მეხუთე დღე

ტრენინგი დავიწყეთ ნასწავლის გამეორებით.დავწერეთ და გავაგზავნეთ მეგობრების ბლოგზე კომენტარები.გავიმეორეთ ბლოგის მენიუ,საწყისი გვერდი ,რედაქტირება.ვისწავლეთ მოსწავლის ბლოგის შექმნა და მასში მუშაობა: ტექსტის ჩასმა,სურათის მენიუთი მისი დაპატარავება ,გაზრდა ,წაშლა და ა.შ. ვისწავლეთ ასევე ბლოგის დიზაინის შეცვლა, სათაურის შეცვლა,ბლოგის წაშლა,გაჯეტების ჩასმა. საინტერესო და ძალიან შრომატევადი დღე გვქონდა.

воскресенье, 18 сентября 2016 г.

ინტელის მეოთხე დღე

გავიმეორეთ წინა დღის მასალა,ვისუბრეთ შაფესების სხვადასხვა მეთოდებზე,განვიხილეთ შეფასების ხუთი სტრატეგია,თითოეულ სტრატეგიაში ამოვირჩიეთ პროექტისათვის საჭირო შეფასების მეთოდი და ინსტრუმენტი.განვიხილეთ სამი ტიპის შეფასების ფორმები: ჩეკლისტები,უკუკავშირი და რუბრიკა. მივიღეთ დავალება- შევარჩიოთ პროექტისათვის საჭირო შეფასების ფორმა და მოვახდინოთ ადაპტირება.

среда, 8 июня 2016 г.

ინტელის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღე დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით. ტრენერმა გვასწავლა სად უნდა მოგვეძებნა ეროვნული სასწავლი გეგმა და საგნის სტანდარტები - პორტალი- ncp.ge -ზე. განვსაზრვრეთ პროექტის სასწავლო მიზნები, თუ რა გვსურს,  მოსწავლემ ამ პროექტით ისწავლოს და განუვითარდეს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. ასევე განვიხილეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.
ტრენინგი იყო საინტერესო და შრომატევადი.